N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის 35 უბნიდან 28 მათგანის
მონაცემებია დათვლილი.
გურჯაანისა და საგარეჯოს ოლქების მსგავსად, თვითმმართველი თემის მერის
არჩევნებში, აქაც ქართული ოცნების კანდიდატი, გიორგი გოგილაშვილი
ლიდერობს. მან ხმების 57,24 % დააგროვა.
მეორე ადგილს 24,34 %-ით ნაციონალების კანდიდატი ნონა ნონიაშვილი
იკავებს.
მესამე ადგილზე კი ხმების 8,12% პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი
ალექსანდრე ბურდულაძე გავიდა.
სიღღაღის საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებში 6 კანდიდატი იყო
რეგისტრირებული.
55,02 პროცენტით პროპორციულ არჩევნებშიც ქართული ოცნება ლიდერობს.
21,93 %-იმ მას მოსდევს ნაციონალური მოძრაობა, ხოლო მესამე ადგილს
9,56%-ით პატრიოტთა ალიანსი იკავებს.
ერთიან სიაში სიღნაღის ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდებაა 30
061, სასურველ კანდიდატს ხმა მისცა 14 199-მა ამომრჩეველმა, რაც
საერთო რაოდენობის 47 %-ია;
მასალის გამოყენების პირობები