არჩევნები 2017
მერის არჩევნებში დედოფლისყაროს ოლქში მოქმედი გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ლიდერობს
N14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში, სადაც 23 უბნიდან 15 უბნის მოცამებია დათვლილი,  მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი და მოქმედი გამგებელი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი ლიდერობს. მან ხმების 66,91 % დააგროვა.
მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ლევან ბაღაშვილი გავიდა, რომელმაც ჯამში ხმების 16,09 % მიიღო.

მესამე ადგილზე კი ხმების 9,47 %-ით ევროპული საქართველოს კანდიდატი, ივანე შანშიაშვილი გავიდა.

ამ დროისთვის პროპორციულ არჩევნებში დამაჯერებელი 62,52 პროცენტით ლიდერობის  ასევე ქართული ოცნება.

მეორე ადგილზე 14,6 %-ით კვლავ ნაციონალური მოძრაობაა. მესამე ადგილს 9,25 %-ით ასევე ევროპული საქართველო იკავებს.

დედოფლისწყაროს ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 21 939, არჩევნებზე მივიდა 10 385,  რაც ხმების 47.34%-ია. 
რაც შეეხება მერის არჩევნებს, აქ სულ 5 კანდიდატი იყო რეგისტრირებული.





| Print |
FaceBook Twitter Google