არჩევნები 2017
ლაგოდეხის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს
N15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა. 
ამ დროის მონაცემებით, 37 უბნიდან 33-ის მონაცემებია დათვლილი და შედეგად 65,04 %-ით ქართული ოცნების კანდიდატი ჯონდო მფდივნიშვილი ლიდერობს.

მეორე ადგილს იკავებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი, რომელმაც ხმების 22,48 % დააგროვა.
მესამე ადგილზე კი 11,65 %-ით პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი, გიორგი ენუქიძე იკავებს.

პროპორციულ არჩევნებში 55,1 ასევე ქართული ოცნება ლიდერობს. მეორე ადგილზეა 20,67% ნაციონალური მოძრაობა, ხოლო ხმების 11,6%-ით მესამე ადგილს ევროპული საქართველო იკავებს.


ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდება იყო  38 569, არჩევანი დააფიქსირა 17 952-მა, რაც ჯამში 46,55 %-ს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google