არჩევნები 2017
ყვარლის ოლქში ოცნების კანდიდატს ხმების 62,07% აქვს
N16 ყვარლის საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებში კენჭს 5 კანდიდატი იყრიდა. ამ დროისთვის აღნიშნულ ოლქში 30 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ ჩვიდმეტია დათვლილი. როგორც შედეგებიდან ირკვევა, საკმაოდ მაღალი, 62,07 %-ით ქართული ოცნების კანდიდატი, როსტომ სესიაშვილი ლიდერობს.
მეორე ადგილს 20,82 %-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ბესიკ იაშვილი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი გიორგი ივანიშვილი. მან ხმების  8,46 % დააგროვა.


პროპორციულ არჩევნებში 54,92 %-ით ასევე ქართული ოცნება ლიდერობს, მეორე ადგილს იკავებს კვლავ ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ხმების 18,35% აქვს, მესამე ადგილზე კი 9,07%-ით პატრიოტთა ალიანსი იმყოფება.

ყვარლის საარჩევნო ოლქში სულ რეგისტრირებულია 28508 ამომრჩეველი, თავისი პოზიცია გამოხატა 15 487-მა მათგანმა, ჯამში 54,33%-მა;


| Print |
FaceBook Twitter Google