არჩევნები 2017
თელავში არჩევნები შოთა ნარეკლიშვილმა მოიგო
N17 თელავის ოლქში ამ დროისთვის ორმოცდათოთხმეტივე უბანი დათვლილია.
აქ მერის არჩევნებში 10 კანდიდატი იყრიდა კენჭს. არჩევნები 54,78% პროცენტით ქართული ოცნების კანდიდატმა შოთა ნარეკლიშვილმა მოიგო.
მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან  გიორგი ბოტკოველი გავიდა, რომელმაც ხმების 27,71% მოიპოვა.
მესამე ადგილზე კი 7,69%-ით ევროპული საქართველოს კანდიდატი, ლელა მენთეშაშვილი გავიდა.


რაც შეეხება  პროპორციულ არჩევნებს, ქართულმა ოცნებამ 51,36%-ით გაიმარჯვა.
25,56% ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. მესამე ადგილზე კი 9,28 %-ით ევროპული საქართველოა.


თელავის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 55 580-ს, არჩევანი დააფიქსირა 27 079-მა ამომრჩეველმა,  ერთიანი სიის 48,72%-მა.

| Print |
FaceBook Twitter Google