პოლიტიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ვანო ბერიძიშვილი აირჩიეს
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარედ მეორე ვადით ვანო ბერიძიშვილი აირჩიეს. მას ხმა 39 დეპუტატიდან 33-მა მისცა.
“მინდა მადლობა გადავუხადო იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მეორე ვადით გამომიცხადა ნდობა. ჩვენი გუნდი მზად არის ბევრი ღირსეული საქმე გაკეთდეს მოქალაქეებისთვის. ხალხის სამსახურში ვიქნებით ამ ოთხი წლის მანძილზე.“-აღნიშნა ვანო ბერიძიშვილმა speqtri.ge-სთან.

დღესვე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს გია შაოშვილი. მისი კანდიდატურა ვანო ბერიძიშვილმა დაასახელა. გია შაოშვილს ხმა 27-მა დეპუტატმა მისცა.

| Print |
FaceBook Twitter Google