პოლიტიკა
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სავარაუდოდ დავით უსუფაშვილი იქნება
დღეს, გურჯაანში „შენების მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა. მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მხარდამჭერებთან საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სავარაუდოდ კანდიდატი თავად იქნება.

-„შენების მოძრაობა საქართველოს მასშტაბით ოფისების გახსნას აგრძელებს. ჩვენ ვემზადებით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ქვეყანას სჭირდება განახლება, გამოცდილი პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია და ენთუზიაზმი. მოხარული ვიქნებით, თუ ამ პროცესში სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად გავვერთიანდებით, ეს იმ შემთხვევაში, თუ საერთო ხედვა და საერთო პლატფორმა აღმოგვაჩნდება. საპრეზიდენტო კანდიდატი თავად გახლავართ, შეიძლება საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჩვენს მოძრაობაში უკეთესიც გამოჩნდეს ვინმე. შანსებს რაც შეეხება, ეს ამომრჩეველზეა დამოკიდებული. შანსი იქნება მაღალი, ვინაიდან ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს მეთაური, საზოგადოების გამამთლიანებელი პრეზიდენტი. ესაა პრეზიდენტის საკონსტიტუციო ვალდებულებები და ქვეყნის საჭიროება. ჩვენ არ გვჭირდება „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის ბრმად შემსრულებელი და ყოფილი პრეზიდენტის რევანშისტული განწყობების შემსრულებელი პრეზიდენტი.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა წინასაარჩევნო კამაპანიას 15 მაისიდან დაიწყებს. როგორც „შენების მოძრაობის“ წევრი ზვიად ყვირაალშვილი ამბობს, მათი ორგანიზაცია აქტიური პოლიტიკური ცხოვრების რიტმშია გადასული.

-„გურჯაანში ამ პროცესს უერთედება ის აქტივი, რომელიც მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის უკეთესი განვითარებისა და ფუნდამენტალური მშენებლობისთვის. დღეს შევიკრიბეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ხედვები, თუ როგორ შეიძლება ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა.“ - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დავით უსუფაშვილმა "შენების მოძრაობა" გასული წლის ივნისში დააარსა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის
მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
10:49 / 03.09.2019
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი
გახარია წარადგინა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე
წუთის წინ თავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა
გააკეთა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ თავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
10:20 / 03.09.2019
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება
მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნა.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნა.
12:30 / 02.09.2019
მას შემდეგ, რაც პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს
მხარი არ დაუჭირა, რუსეთის სათათბიროში
განაცხადეს, რომ საკუთარი რეკომენდაციების უკან გაწვევას არ
აპირებენ.

მას შემდეგ, რაც პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარი არ დაუჭირა, რუსეთის სათათბიროში განაცხადეს, რომ საკუთარი რეკომენდაციების უკან გაწვევას არ აპირებენ.

18:12 / 09.07.2019
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ
საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს.

17:56 / 09.07.2019
სხვა ამბები
ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს საქონლისა და ქათმის ხორცი არ მიეწოდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ დრომდე ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.
15:11 / 23-01-2020
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარი მხოლოდ ელექტრონულად იქნება აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი.
15:14 / 21-01-2020
სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.
11:34 / 16-01-2020
დღეს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
11:17 / 15-01-2020
ზაფხული დასრულდა და დაიწყო მომაბეზრებელი ცივი ზამთარი, რაც თავისთავად დაკავშირებულია სიცივესთან, უხასიათობასთან და შავ-თეთრ დღეებთან. ამ პრობლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი Aparto.ge - ს დახმარებით.
09:24 / 14-01-2020
2020 წლის გაზაფხულზე, 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასებში ეროვნული განმავითარებელი შეფასების პილოტირება განხორციელდება.
15:56 / 13-01-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2005
USD
USD
1
2.8867
GBP
GBP
1
3.7899
TRY
TRY
1
0.4874
RUB
RUB
100
4.6592
ამინდი
გურჯაანი -1 / 6 °C
img
საგარეჯო -2 / 8 °C
img
დ.წყარო -3 / 5 °C
img
სიღნაღი -8 / 6 °C
img
ლაგოდეხი -4 / 6 °C
img
ყვარელი -7 / 7 °C
img
თელავი -6 / 4 °C
img
ახმეტა -2 / 8 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.