პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი გურჯაანელებს შეხვდა
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე დღეს გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგი წერეთლის განმარტებით, აქტიური საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.
„ დათო ბაქრაძემ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა იცოდეს ხალხს რა აწუხებს. ყველამ კარგად ვიცით ეკონომიკაც, სოციალური პრობლემებიც, მაგრამ როცა ხალხს პირადად ვესაუბრებით, ეს სულ სხვაა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველაგან მივიდეთ და ასე დალაგდეს სამომავლო გეგმები. დღეს გურჯაანში რასაც ვხედავთ, ამ ადამიანებისთვის მთავარია შემოსავლის წყარო. მომავალში კიდევ იქნება კონკრეტული შეხვედრები რთველთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა იცოდეს ყველა პრობლემის შესახებ, ეს არის შემდგომი წარმატების საწინდარი.“

დღესვე დავით ბაქრაძე გუნდთან ერთად, იმყოფებოდა სოფელ ველისციხეში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.




| Print |
FaceBook Twitter Google