პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, შეხვედრის მიზანი, მოსახლეობის პრობლემების გაცნობაა.
„მესამე კვირაა, საქართველოს მასშტაბით ჩავდივართ მუნიციპალიტეტებში. არჩევნებამდე ყველა რეგიონს მოვივლით. მთავარი მიზანია ის, რომ ხალხს დაველაპარაკოთ, კიდევ ერთხელ ვნახოთ და დავრწმუნდეთ, რა კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩინოვნიკები ერთ სამყაროში ცხოვრობენ - მოქალაქეები მეორეში. ამჟამინდელი მთავრობა ექვსი წელიწადია ხალხს ზღაპრებით კვებავს. ფიზიკური განადგურების პირზე ვართ არაადეკვატური ჯანდაცვის, არაადეკვატური შემოსავლების და არაადეკვატური განათლების ფონზე.“

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის უკვე იმყოფებოდა თელავში, ყვარელსა და ახმატეში. უახლოეს პერიოდში კი შეხვდებიან დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და წნორის მოსახლეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google