პოლიტიკა
მე არ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც თქვენ დასაქმებას შეძლებს - სალომე ზურაბიშვილი
"მე არ ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც პენსიებს გაზრდის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დედოფლისწყაროში ამომრჩეველთან შეხვედრისას
სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს საკუთარ პროგრამაზე საუბარი ლანძღვა-გინების ფონზე არ უნდა უხდებოდეთ.

"ამომრჩეველს ინფორმაციის მიღების უფლება უნდა ჰქონდეს, ეს დღეს არ ხდება და რამდენადაც შევძლებ აქ მინდა რომ წარმოგიდგინოთ ის, რისთვისაც მე მოვდივარ. როგორც თქვენ ხართ თავისუფალი დამოუკიდებელი მხარე, ასე ვარ მეც. მე სიმართლეს მთქმელი ვარ, სიმართლის მთქმელი ნიშნავს, რომ  ტყუილ დაპირებებს არ მოგცემთ, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, რომ პენსიები გაზარდოს, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს კანონების შეცვლას, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, ეკონომიკა სწრაფად დააყენოს ფეხზე, მე არ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს თქვენ დასაქმებას. რის გაკეთებასაც შევძლებ ამას გეტყვით მხოლოდ." - განაცხადა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 




| Print |
FaceBook Twitter Google