პოლიტიკა
დავით უსუფაშვილმა თელავში შეხვედრა გამართა
დღეს, "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა. მან მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატები ქვეყნის დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.
" მოქმედი სახელისუფლო კანდიდატები და ყოფილი სახელისუფლებო კანდიდატები ერთმანეთს ეჯიბრებიან სწორედ ქვეყნის დაყოფაში, საზოგადოების ერთმანეთის გადაკიდებაში, იმიტომ რომ ფაშისტების და მოღალატეების სისხლით ხელებდასვრილებს უწოდებენ არა მარტო ერთმანეთს, ერთმანეთის მხარდამჭრებსაც, ეს მხარდამჭერები კი ასობით ათასი ქართველია. ასე სახელმწიფოს კი არ ავაშენებთ, ჩავაბარებთ ჩვენს მტრებს. 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ როგორი ქვეყანა გვინდა, თუმცა როგორც მოვლენები ვითარდება შესაძლებელია საპარლამენტო არჩევენების უფრო ადრე ჩატარებაც. ვხედავ, ხელისულუფლება დაბნეულია და თავის საქმეს ვერ უმკლავდება." - განაცხადა უსუფაშვილმა.




| Print |
FaceBook Twitter Google