პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გადადგა
რუსთაველის გამზირზე განვითერებული მოვლენების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილება ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ  ბრიფინგზე გამოაცხადა.

„საქართველოს პარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია, რომლის სოლიდარულიც იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მისცა შესაბამისი, მკაცრი შეფასებები.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით.

ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება.
ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი, როგორც კანონის და საზოგადოების წინაშე იმ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რომელსაც დილამდე ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება.“

პარლამენტის რეგლამენტი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევას 14 დღის ვადაში ითვალისწინებს. მანამდე კი მის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს.




| Print |
FaceBook Twitter Google