პოლიტიკა
პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარი არ დაუჭირა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს.


აღნიშნულ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.
“მე ამას არ გავაკეთებდი, ქართველი ხალხის პატივისცემიდან გამომდინარე“, – როგორცგამოცემა იუწყება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, პლენარულ სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომელშიც მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს პრეზიდენტს.

დოკუმენტი, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

 

| Print |
FaceBook Twitter Google