პოლიტიკა
ხელისუფლებაში, რომელიც მე უნდა მოვიყვანო, მერაბიშვილებსა და მათ პრინციპებს ადგილი არ ექნებათ"

ესაუბრა მაია ყალაბეგაშვილი

ალბათ, სხვა შემთხვავაში კახეთის რეგიონული გაზეთისთვის, ეს კითხვები ასეთი აქტუალური არ იქნებოდა, მაგრამ თქვენ რამდენიმე დღის წინ ის თანხა გადაიხადეთ, რომელზეც კატეგორიულ უარს აცხადებდით და როგორც აღნიშნეთ, დაზარალებულების მდგომარეობამ გადაგაწყვეტინათ:

 

_ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვენს განმარტებებს თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით, `წინასაარჩევნო პოპულისტური განცხადებები~ უწოდეს და საპირისპიროდ ის არგუმენტი გამოიყენეს, რომ 80 მილიონის გადახდის შემდეგ, თქვენმა ადვოკატებმა დაყადაღებული ქონების დაბრუნება ითხოვეს. რა პარალელს გაავლებდით ამ ორ ფაქტს შორის?

_ მე ვფიქრობ, რომ სასირცხვილო არაფერი ჩამიდენია, როცა ქონება დასაყადაღებლად მივეცი. სხვათა შორის, ამ ქმედებებს თავისი პლიუსები აქვს. ყველა ეს არაკანონიერი გადაწყვეტილება გროვდება, ჩვენ ამ სიას ვაკეთებთ და ევროპელებსაც და ამერიკელებსაც გავაცნობთ, იმ მოტივით, რომ ყველამ ნათლად დაინახოს_ ქვეყანაში სასამართლო რეალურად არ არსებობს და ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს. ნებისმიერი მათი ქმედება კრიმინალურია. მითხრეს, როგორ ურეკავდა ბოკერია სააკაშვილს და ეუბნებოდა: `ბანკი უნდა ავახიოთო~. აი, ასე მოქმედებენ ეგენი და არა როგორც პოლიტიკოსები. ისე არიან შეშინებულები, რომ ანგარიშს აღარაფერს უწევენ, ასეთი დამოკიდებულება იყო ბანკთან და სხვა სტრუქტურებთან მიმართებაშიც, გინდაც `ელიტა ბურჯთან~. ბანკი დააყადაღეს, მიუხედავად იმისა, რომ გადახდა შემეძლო, მივეცი ამის უფლება, რადგან ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრინციპებს.

_ ე.ი. თქვენი პრინციპების გამოსახატავად მიეცით ბანკის დაყადაღების საშუალება?

_ შეგახსენებთ კონსტიტუციას, რომელიც თითქოს ჩემს სასარგებლოდ შეცვალეს. მე როცა პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე, ჩემი ვალდებულებებიც კარგად გავითავისე _ ვალდებულებები ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამიტომ საკუთარ თავს ზედმეტი მანევრების უფლებას არ მივცემ. აქაც ვნახე მორალური პოზიციის დაჭერის საჭიროება და უარი ვთქვიAამ ცვლილებების გამოყენებაზე. ვიცოდი, რომ ბანკის დაყადაღება მის დანგრევას გამოიწვევდა, მაგრამ ისევ მორალური პრინციპებიდან გამომდინარე უარი ვთქვი თანხის გადახდაზე. თუმცა ჩემთვის გაცილებით იოლი იყო ჯარიმა გადამეხადა და ბანკის დანგრევის საშუალება არ მიმეცა, რომელიც ამ ჯარიმაზე გაცილებით ძვირი ღირს. მე ქვეყნის კანონმდებლობას ვექვემდებარები. მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმები, რომელიც იქამდე გამომიწერეს არაკანონიერი იყო, მაინც გადავიხადე, მინდოდა მეჩვენებინა რამდენად უსამართლო იყო მათი მიდგომა. მაგრამ როცა ამან დაუსრულებელი სახე მიიღო და გეომეტრიული პროგრესიით დაიწყეს სვლა, ლოგიკურად დავუსვი წერტილი. შევქმენიYპრეცედენტი, რომ აღარ შეიძლება ამდენი უსამართლობის ატანა. დამერწმუნეთ, საკმაოდ მკაცრად ვექცევი პირველ რიგში საკუთარ თავს, ჩემს მორალს და ალოგიკურ საქციელს არ დავუშვებ, მაგრამ ამ პერიოდში კახეთში მოხდა სტიქიური უბედურება და მომეცა საშუალება, დავხმარებოდი ჩემს ხალხს. ბევრი დამეთანხმება, რომ აქამდეც მიმიღია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი არ გამეხმაურებინა. თანხა ბიუჯეტში იმიტომ შევიტანე, რომ რეალურად უჭირდა ჩემს საყვარელ კუთხეს _ კახეთს. მიზანი იყო ერთი, არ მიმეცა ხელისუფლებისთვის სპეკულირების საშუალება, არ ჰქონოდათ სათქმელი, რომ ბიუჯეტში არ მოიძებნება შესაბამისი სახსრები. თუმცა რამდენიც არ უნდა ვიძახო და ვამტკიცო, რომ ამას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს, ვისაც უნდა, მაინც დაუკავშირებს. უბრალოდ ჩემი ცხოვრების წესს თუ შეხედავთ, მიხვდებით, რომ ხალხის დახმარება ჩემთვის პირველი პრეცედენტი არ არის და ამას აქამდე ყოველგვარი ხმაურის გარეშე ვაკეთებდი. დღეს ვარ პოლიტიკაში, ასე მგონია, რომ ყველაზე მეტად ეს სჭირდება ჩემს ქვეყანას და სწორედ ამიტომ გავხდი იძულებული ამ საკითხებზე განმარტებები გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, ჭკვიანური ნაბიჯი არ იქნებოდა, ჯარიმას თუ გადავიხდიდი და ბანკის დაბრუნებაზე პრეტენზიას არ განვაცხადებდი. იმაზე ყურების მობმა, რომ თანხა ვითომ კახელების დასახმარებლად კი არა, ბანკის დასაბრუნებლად გადაირიცხა, ალოგიკურია. მინდა ამ თემაზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრო. `ქართუ ბანკის~ დანიშნულება თავიდანვე ქვეყნის დახმარება იყო და არა ბიზნესის კეთება. უნდა შექმნილიყო საინვესტიციო ბანკი, რათა მოსახლეობას დაბალპროცენტიანი კრედიტების შესაძლებლობა ჰქონოდა, მაგრამ საქართველოში ისეთი ეკონომიკური პრობლემები და ზოგადად ეკონიმიკაა, რომ ბანკმა რეალურად ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია. მხოლოდ სამასი მილიონის გაცემა მოახერხა, წარმოიდგინეთ, ყველას ფული აკლია, ფული არ აქვს ხალხს, რომ წარმოება დაიწყოს, მაგრამ მასზე მოთხოვნილებაც არ არის, რადგან ბიზნესი მაფიურად და მონოპოლიურად იმართება. როდესაც ხელისუფლებამ ბანკი დააყადაღა, მათი მიზანი ფაქტობრივად ჯარიმის ამოღება უნდა ყოფილიყო, თუმცა რაც ამ პერიოდში ბანკში ჩაიდინეს, აბსოლუტურად კრიმინალური საქციელია. დროებითმა მმართველმა გაუგებარ ორგანიზაციებზე ორმოცდაათი მილიონი კრედიტის გაცემა გადაწყვიტა, ნახევარი მილიონი კი თანამშრომლებზე პრ

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 25 °C
img
საგარეჯო 16 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 24 °C
img
სიღნაღი 15 / 26 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 25 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.