პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნა.
„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, - წერს ბახტაძე.

როგორც მამუკა ბახტაძე წერს, ის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google