პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია წარადგინეს
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ თავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.
| Print |
FaceBook Twitter Google