პოლიტიკა
"ოცნებამ" საგარეჯოელებს დეპუტატობის კანდიდატი ჩაილურის ციხესთან წარუდგინა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგარეჯოს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.
შეხვედრა ჩაილურის ციხესთან გაიმართა.

-"დღეს, ჩვენი შეკრების მიზეზი, მგონი ყველამ ძალიან კარგად იცის. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც იქნება თქვენი, საგარეჯოელების ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თუ რა პროექტები განხორციელდა 2012 წლის შემდეგ, რა რეფორმები გავატარეთ, თუ როგორია მხარდაჭერა და თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით - სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. თუმცა რა თქმა უნდა, პრობლემებიც ბევრი გვაქვს, ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალისხმევით ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემას ღირსეულად ვუპასუხებთ ჩვენი გაკეთებული საქმეებით,"-განაცხადა კალაძემ.




| Print |
FaceBook Twitter Google