პოლიტიკა
ლელოს დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის ახალგაზრდულ გუნდს შეხვდა
დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო სიღნაღის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეკატერინე ქვლივიძე გურჯაანის ცენტრალურ ოფისში ახალგაზრდულ გუნდს (კომუნიკატორებს ) შეხვდა.


როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ეს მისი პირველი სამუშაო დღეა და ძალიან კმაყოფილია.
„დავიწყე, ასე ვთქვათ, ოფიციალური შეხვედრები და პირველი დღიდანვე შევეცადე, რომ დამეწყო ხალხთან კომუნიკაცია. პირველ რიგში ოთხივე მუნიციპალიტეტის ოფისების წარმომადგენლებს შევხვდები. მინდა ჩვენი გუნდის წევრებს გავესაუბრო და ერთად დავსახოთ გეგმები. ამის შემდეგ უკვე დავიწყებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეში 24 საათი არ მეყოფა ამისთვის და მაქსიმალურად დატვირთვით ვიმუშავებ, რომ მოვისმინო მათი პრობლემები, მოსაზრებები, რისი შეცვლა უნდათ და ა.შ. ვივლი სოფლებში, უბნებში და მოვისმენ თითოეული ადამიანის გაჭირვებას. შემდგომ აუცილებლად ამ ყველაფერს დავამუშავებთ და უკვე მეორე შეხვედრაზე ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები. დღეს გურჯაანის ცენტრალურ ოფისში ვიყავი, შევხვდი ახალგაზრდულ გუნდს (კომუნიკატორებს) ,რომლებიც გულანთებული პატრიოტები არიან. მათ უნდათ ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და თავისი წვლილი შეიტანონ. ძალიან საინტერესო გუნდია. სამუშაო შეხვედრის მიზანიც წორედ ის გახლდათ, რომ რაც შეიძლება დროში კარგად გაწერილად და ოპერატიულად ვიმოქმედოთ.“

როგორც მან განაცხადა, არჩევნებში გამარჯვების დიდი იმედი აქვს.
„პირველი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ მე ჩემს თავს უკვე გამარჯვებულად ვთვლი ერთ მნიშნელოვან ასპექტში. როგორც ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ საკუთარ თავში გადავლახე აპოლიტიკურობა, ნიჰილიზმი და ეს არ იყო ადვილი. მე გავიმარჯვე საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურო დღეს ამ მოედნიდან, რომელსაც ლელო ჰქვია. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ნომერ პირველი გეგმა აუცილებლად გახლავთ ორიენტირებული გამარჯვებაზე და მე მაქვს ჩემი ხალხის იმედი.“


| Print |
FaceBook Twitter Google