პოლიტიკა
ვიცი სიტყვის ფასი და სიტყვის საქმედ ქცევაც - დავით სონღულაშვილი
ქართულმა ოცნებამ, დღეს, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი კახეთში წარადგინა. დილით საგარეჯოში დაწყებული ღონისძიება, საღამოს გურჯაანში დასრულდა.

დავით სონღულაშვილი ახტალის პარკში შეკრებილ საზოგადოებას, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წარუდგინა.

„გვინდა წარმოგიდგინოთ თქვენი წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თუ ვინ იქნება. გურჯაანს, საგარეჯოს, სიღნაღს და დედოფლისწყაროს ეყოლება ერთი ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რომელიც იქნება თქვენი ინტერესების გამტარებელი. დავით სონღულაშვილი დაიბადა გურჯაანში, არის ძალიან მაგარი კახელი კაცი, განათლებული, ჩვენი გუნდის ღირსეული წარმომადგენელი, თავისი საქმეებით აქვს დამტკიცებული, თუ რა შეუძლია და ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის. მას ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნების“ ძალიან ძლიერი გუნდი, შესაბამისად, ერთად შევძლებთ ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ ღირსეულად და დავამარცხოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გურჯაანს აწუხებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.


როგორც დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გურჯაანი არის კუთხე და მუნიციპალიტეტი, რომლის მაჟორიტარობაც გასული 4 წლის განმავლობაში იყო მისი ცხოვრების არსი და დვრიტა.

„ეს არის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენ მოსახლეობასთან ერთად 2016 წელს შევქმენით საარჩევნო პროგრამა, სადაც სოფელ-სოფელ კარდაკარ დავდიოდით, ვსწავლობდით ხალხის საჭიროებებს და შესაბამისად, ამაზე იყო შედგენილი შემდგომი 4 წლის სამოქმედო გეგმა.

გურჯაანი შეიცვალა, შეიცვალა სოფლები და ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, შეიცვვალა მიდგომები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე მოსახლეობის მხრიდანაც.

გურჯაანი ხედავს ახალ პერსპექტივას, აქ კარგად ესმით ცვლილებების არსი და მიმართულება. გურჯაანი თავად არის ცვლილებების მაგალითი. შეიცვალა დამოკიდებულებაც - ჯერ კიდევ 2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდი, ძალ-ღონით სავსე ხალხი მხვდებოდა და ერთადერთი, რასაც ნატრულობდნენ, დროზე მისულიყვნენ საპენსიო ასაკამდე. დღეს ეს ხალხი ქმნის იმ ღირებულებათა ჯაჭვს და იმ დოვლათს, რომელიც ქვეყანას წაადგება.

დინამიკაში ჩანს, როგორ შეიცვალა მოთხოვნები და მომავლისადმი დამოკიდებულება. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი შევასრულე, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არ დავაკელი ცდა და მონდომება არც ერთ საკითხს, რომელიც ამ პერიოს განმავლობაში იყო გურჯაანისთვის გამოწვევა. თუ აქამდე გურჯაანში რთველს მარტო ერთთვიან პერიოდს ეძახდნენ, როცა ყურძენი იკრიფებოდა ახლა რთველი არის მოსავლის აღების ზეიმი, რომელიც იწყება მაისიდან, მარწყვის კრეფით, გრძელდება ივნის-ივლისში ატმით და რა თქმა უნდა გვირგვინდება ყურძნის რთველით. ეს მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ჩვენ ერთად დავდექით და შევძელით ამის ერთად კეთება...

ჩვენი ხელისუფლებ არის სიტყვის შემსრულებელი ხელისუფლება. დიახ, მე ვარ გურჯაანის დეპუტატი, ქართული ოცნებიდან, დავით სონღულაშვილი და ვიცი სიტყვის ფასი და სიტყვის საქმედ ქცევაც. ჩვენ ერთად უკვე მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას და უფრო დიდ წაერამატებას აუცილებად ერთად მივაღწევთ. დიდი მადლობა, ჩემო გურჯაანელებო,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google