არჩევნები
36% "ქართული ოცნება", 15% 'ნაციონალური მოძრაობა" -IRI-ს კვლევა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.
დანარჩენი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა - „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები“ – 4%, „ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%, „პატრიოტთა ალიანსი“- 4%, „ლეიბორისტული პარტია“- 3%. ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს. რაც შეეხება სხვა პარტიებს - „სამოქალაქო მოძრაობას“ აქვს 2%, „ლელო საქართველოსთვის“- 2%, „გირჩი“ - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%, სხვა პარტია- 2%, არცერთი- 3%.

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.
| Print |
FaceBook Twitter Google