პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: 2021 გადამწყვეტი წელი იქნება, როგორც პანდემიის უარყოფითი შედეგების ნიველირების კუთხით, ასევე სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების მხრივ
მინდა შევეხო პანდემიის შედეგებთან ბრძოლასა და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის საჭიროებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მე, ეს პერიოდი ხშირად მქონდა შეხვედრები და მუდმივ კომუნიკაციაში ვარ მათთან და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, განამწყვეტი შეიძლება იყოს პანდემიისგან შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. 2021 წელი იქნება სწორედ გადამწყვეტი, როგორც პანდემიის უარყოფითი შედეგების ნიველირების კუთხით, ასევე სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების მხრივ, ამიტომაც ეს წელი აუცილებლად უნდა დაიგეგმოს სწორად, მიზანმიმართულად, ყველა საჭიროების განთვალისწინებით, რისკების მაქსიმალური დაზღვევითა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების მაქსიმალური მხარდაჭერით - განაცხადა დავით სონღულაშვილმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მისი აზრით, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, არ იცვლება ქვეყნის მთავარი ორიენტირი როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე სახელმწიფო მმართველობის განვითარების კუთხით.

„ალბათ დამეთანხმებით, რომ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, არ იცვლება ქვეყნის მთავარი ორიენტირი როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე სახელმწიფო მმართველობის განვითარების კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 წლის შემდგომ ევროკავშირის განაცხადის გაკეთება იქნება ნამდვილად სწორი სტრატეგიული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა თუ წინსვლისთვის. ევროკავშირთან დაახლოვება და ასოცირების პროცესი პროგრამის ძირითადი ლაიტმოტივი იყო და აქვე აღნიშნული იყო, რომ ეს პროცესი მოიცავს ჩვენი კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას, რაც გულისხმობს გარკვეულ რეგულაციების შემოღებას ან დახვეწას, როგორც სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის, ისე სალიცენზიო საქმიანობის, შრომის კანონმდებლობის და სხვა მიმართულებებით. ჩემი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში, ამ რეფორმების გატარებაში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოვიყენოთ რეგულირების გავლენის შეფასების ინსტრუმენტი, ე.წ RIA, რაც ნამდვილად თანამედროვე მიდგომაა ეკონომიკური რეფორმების გატარების მხრივ,“- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოების ჩართულობა პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად.
„რა თქმა უნდა პრობლემების დაძლევა მხოლოდ მთავრობისა და მხოლოდ ხელისუფლების საქმე ვერ იქნება და სწორედ, აქ არის საჭირო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობა, ამიტომ მზად ვარ რომ ყველა ფორმატი და ყველა პლატფორმა გამოვიყენო, რათა ვაწარმოოთ დიალოგი ეკონომიკური ფერომების კუთხით, საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობისა და მით უფრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს მთლიანობაში გაზრდის რეფორმებისადმი ნდობის მაჩვენებელსაც და დაეხმარება პროცესის გაჯანსაღებას. ჩვენი კომიტეტიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც პლატფორმა ასეთი ტიპის ჩართულობის უზრუნველყოფისა და დარგობრივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით. ეს ინიციატივა არ გულისხმობს იმას, რომ რეფორმების ტემპი და ის სწრაფად გადასადგმელი ნაბიჯები, რაც მთავრობამ კრიზისის დაძლევისა და შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა გადადგას, რომ რაღაცნაირად უნდა შეფერხდეს და გაიწელოს დისკუსიებში. არა, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. უბრალოდ, საზოგადოების მეტი ჩართულობა და თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატის გამოყენება, ჩემი აზრით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რეფორმები შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართოს და მათში გათვალისწინებული იყოს რაც შეიძლება მეტი ჯგუფისა და მხარის ინტერესი,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, დეპუტატმა ლარის კურსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მერყეობა და მოკლე პერიოდში გაუფასურებების შემთხვევები არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოს ქმნის ჩვენს ქვეყანაში.

„არ შემიძლია არ ვისაუბრო ეროვნული ვალუტის დევალვაციის და ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, რაც როგორც კონკრეტული მოქალაქეებისთვის, ასევე ბევრი მეწარმისთვის და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. კურსის მერყეობა და მოკლე პერიოდში გაუფასურებების შემთხვევები ასევე არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოს ქმნის ჩვენს ქვეყანაში, რაც ნამდვილად ცუდი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვისაც. ნუ, ლარის კურსის საკითხი ბევრი მიმართულებით აფერხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და პლუს ეს დიდ პრობლემებს უქმნის ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესების საკმაოდ დიდ ნაწილს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება ლარის კურსის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და კონკრეტული ნაბიჯების გაწერა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით. ეს საკითხი, ვფიქრობ, უაღრესად პრიორიტეტული და საჩქაროა,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის აქტიური წევრია, რომელიც 2019-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარეობდა, ხოლო ამჟამად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება
დააანონსა. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ და „TV პირველთან“
საუბარში განაცხადა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ და „TV პირველთან“ საუბარში განაცხადა.
15:52 / 22.03.2021
მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა თხოვნით, პარტიის აპრილის
ყრილობამდე ჯერ კიდევ ვითავსებ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას,
ფაქტობრივად, პარტიიდან უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პარტიული
პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში, - ამის შესახებ Facebook-ს
საკუთარ გვერძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით
ბაქრაძე წერს.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა თხოვნით, პარტიის აპრილის ყრილობამდე ჯერ კიდევ ვითავსებ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ფაქტობრივად, პარტიიდან უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში, - ამის შესახებ Facebook-ს საკუთარ გვერძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე წერს.
17:01 / 17.03.2021
ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორს შეეძლება თუნდაც
მარეგულირებელთან საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე. მინდა გთხოვოთ
მაქიმალური ჩართულობა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას, რადგან
ასე იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად ყველას ინტერესების დაცვით
განხორციელდეს ნებისმიერი რეფორმა.
ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორს შეეძლება თუნდაც მარეგულირებელთან საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე. მინდა გთხოვოთ მაქიმალური ჩართულობა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას, რადგან ასე იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად ყველას ინტერესების დაცვით განხორციელდეს ნებისმიერი რეფორმა.
14:32 / 02.03.2021
მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი
ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“
ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ
განაცხადა.
მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
17:14 / 18.02.2021
სამართალი
გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 12 წლის მოზარდი დამატებითი გამოკვლელებისთვის თბილისში გადაიყვანეს.
11:13 / 12-04-2021
შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის და სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.
12:54 / 26-03-2021
დღეს დილით სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ოთხ ადამიანს, ცეცხლსასროლი ჭრილობები მაშინ მიაყენეს, როდესაც ისინი მსუბუქი ავტომობილით გადადგილდებოდნენ.
10:26 / 25-03-2021
ეკონომიკა
სამთაწყარო-ფიროსმანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
15:55 / 22-04-2021
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ანაგასა და ვაქირში, ბოდბისხევსა და ჯუგაანში წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
15:41 / 22-04-2021
სხვა ამბები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია.
12:20 / 19-04-2021
აპრილიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან, სოციალური მუშაკები იმუშავებენ. ისინი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან.
11:27 / 12-04-2021
გურჯაანის საჭადრაკო კლუბში, 27-28 მარტს ჩატარდა კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებს შორის ბიჭებსა და გოგონებში.
16:30 / 29-03-2021
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი უკვე მზად არის და 5 აპრილს გაიხსნება. გაერთიანების დირექტორის გელა დალაქიშვილის განმარტებით, მუშაობას განაახლებენ სპორტული ჯგუფებიც.
11:01 / 24-03-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე ა კლასი ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა.
12:14 / 23-03-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
16:43 / 21-04-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1442
USD
USD
1
3.4521
GBP
GBP
1
4.8081
TRY
TRY
1
0.4219
RUB
RUB
100
4.5132
ამინდი
გურჯაანი 12 / 23 °C
img
საგარეჯო 8 / 18 °C
img
დ.წყარო 10 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 12 / 24 °C
img
ყვარელი 12 / 23 °C
img
თელავი 8 / 19 °C
img
ახმეტა 8 / 18 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.