პოლიტიკა
„როდის გადადგებით, სხვა კითხვები არ არსებობს“- ჟურნალისტები ღარიბაშვილს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, როდის დატოვებდა ის თანამდებობას.

"როდის დატოვებთ თანამდებობას, წახალისებული ძალადობის გამო"; "როდის გადადგებით, სხვა კითხვა არ არსებობს", - ამბობდნენ ჟურნალისტები. პრემიერმა ამ კითხვას არ უპასუხა და ბრიფინგი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის გადადგომას ჟურნალისტების ერთი ნაწილი 11 ივლისის შემდეგ ითხოვს. მას შემდეგ რაც 5 ივლისის მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცმი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google