პოლიტიკა
მერობის კანდიდატად გურჯაანში „ქართული ოცნება“ ზურაბ უტიაშვილს წარადგენს
პარტია ” ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მერობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე ,,ქართული ოცნებიდან" კენჭს ზურაბ უტიაშვილი იყრის.

პარტია რაიონულ ორგანიზაციას კანდიდატს დღეს წარუდგენს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ გვითხრეს, სხდომა დახურული იქნება.
speqtri.ge - მერობის კანდიდატს ესაუბრა. როგორც მან განმარტა, შეთავაზება „ქართული ოცნებიდან “ მიიღო და არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა. ზურაბ უტიაშვილის თქმით, დღეს წარდგენა გურჯაანის კულტურის სახლში ხუთ საათზე გაიმართება.

ზურაბ უტიაშვილი წარმოშობით გურჯაანელია და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

| Print |
FaceBook Twitter Google