პოლიტიკა
კახეთიდან აქციაზე მიმავალ ავტოკოლონას ოცნების მხარდამჭერები ცოცხებით დახვდნენ
კახეთიდან თბილისში მიმავალ ავტოკოლონას ქართული ოცნების მხარდამჭერები, თელავი – ვაზიანი – გომბორის დამაკავშირებელ გზაზე, ცოცხებითა და ყავარჯნებით დახვდნენ.

შეხვედრისას, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა კოლონაში მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის.გზაზე შეკრებილებმა მაჩალიკაშვილს სააკაშვილის ხელისუფლების დროს ციხეებში არადამიანური მოპყრობის ფაქტები შეახსენეს.

ეგრეთწოდებული ცოცხების კორიდორი, ოპოზიციის მიერ თბილისში დაგეგმილ აქციას მოჰყვა, რომელიც დღეს საღამოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / კახეთი /