პოლიტიკა
კახა კალაძე - გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით არასდროს მიმიღია, არავის დავხმარებივარ ამ ნიშნით - ეს ხომ სამარცხვინოა
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ ქალაქის განვითარების სწორი ხედვა და მიმართულება გააჩნია.

„ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც საუბრობდა საქმეზე, თბილისზე და თბილისელების გამოწვევებზე. ვსაუბრობდით ასევე, მომავალზე და კონკრეტული რაიონების, უბნების მიხედვით თუ რა პროექტები უნდა განხორციელებულიყო. მეორე მხარეს, აბსოლუტურად არაფერი ხდებოდა თბილისთან დაკავშირებით, არანაირი საარჩევნო პროგრამა, ხედვა არ იყო წარმოდგენილი. ერთადერთი, რაც იყო მათი მხრიდან, ეს იყო სიძულვილის ენა, ბოროტება, შეურაცხყოფა ყოველდღიურად, არამხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ჩემი ოჯახის, მეუღლის, მშობლების, მცირეწლოვანი შვილების მიმართ, რაც ძალიან ცუდია. არავითარ შემთხვევაში, პოლიტიკაში მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური ოპონენტები, თბილისის განვითარებაზე საუბრის ნაცვლად, მისი შეურაცხყოფითა და სიძულვილით იყვნენ დაკავებული.

„ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ, ყველამ, ვინც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ვართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ რევანშს, ბოროტებას, სიძულვილს, ცილისწამებას დაბრუნების შესაძლებლობა. ყველაფერი იკადრეს, რაც კი ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს. დაუპირისპირდნენ ყველაფერს, რაც კი ძვირფასი გაგვაჩნია. ამას არ დავუშვებთ. ჩვენ საკუთარ სახელმწიფოსაც დავიცავთ, საზოგადოებასაც, ეკლესიასაც, კულტურასაც, ტრადიციებსაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას.

“ისმის კითხვა, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ კახა კალაძე?! გულწრფელად ვიტყვი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც თბილისში გაკეთდა, ამდენი კარგი პროექტი და საქმე ამ ქალაქისთვის არასდროს გაკეთებულა. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ჩემს უკან დგას 30 000-მდე თანამშრომელი, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ქალაქს იმისთვის, რომ რაღაც მოაწესრიგონ, გამოასწორონ, რეფორმები განახორციელონ. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. იმიტომ უნდა აირჩიონ კახა კალაძე, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, პროექტები ამ ქალაქთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, სამომავლო პროექტებს შორის არის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელთა რიცხვი დედაქალაქში 10 000-მდეა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა არის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი ამ ქალაქისთვის. ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე, თუმცა, ყურადღება არავის მიუქცევია, სანამ ბათუმში ტრაგედია არ დატრიალდა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით არასდროს მიმიღია, არავის დავხმარებივარ ამ ნიშნით - ეს ხომ სამარცხვინოა. რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა შეურაცხყოფა მომაყენონ და სიძულვილის ენით მელაპარაკონ, მათი მერიც ვიქნები და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, იმიტომ, რომ ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, ამ ქვეყნის შვილები არიან და იმ ყველაფრით, რაც კეთდება, რა თქმა უნდა, ისინიც ისარგებლებენ, მათი შვილებიც და შვილიშვილებიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ნარკოპოლიტიკის
გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან
რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებულ რიტორიკის გამოყენება უკიდურესად
პრობლემურია. პრემიერ-მინისტრის განცხადება, ზრუნვაზე ორიენტირებული
პოლიტიკის წახალისების ნაცვლად, ნარკომომხმარებლების სტიგმატიზებას და
საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყვას იწვევს, ხოლო ე.წ. სააფთიაქო
ნარკომანიის ჭრილში გამოთქმული მოსაზრებები პრობლემის საფუძვლების
აღმოფხვრისკენ არ არის მიმართული.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებულ რიტორიკის გამოყენება უკიდურესად პრობლემურია. პრემიერ-მინისტრის განცხადება, ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისების ნაცვლად, ნარკომომხმარებლების სტიგმატიზებას და საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყვას იწვევს, ხოლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ჭრილში გამოთქმული მოსაზრებები პრობლემის საფუძვლების აღმოფხვრისკენ არ არის მიმართული.
20:33 / 24.11.2021
საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენისგან
დემოკრატიის სამიტზე მოსაწვევი მიიღო.
საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე მოსაწვევი მიიღო.
11:46 / 22.11.2021
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო,
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა
მეთვრამეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებითი ვიზიტი
განახორციელა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მეთვრამეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებითი ვიზიტი განახორციელა.
16:46 / 19.11.2021
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის
სამედიცინო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და მის ჯანმრთელობის
მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს.
14:03 / 18.11.2021
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს,-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
17:07 / 18-11-2021
თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქტივისტი, მწერალი ტორესა მოსი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 
14:54 / 12-11-2021
თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მომხდარი კონფლიქტის მონაწილეები, შესარიგებლად შეიკრიბნენ.
16:58 / 01-11-2021
ეკონომიკა
თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ განახლებაშია მოცემული.
13:24 / 23-11-2021
როგორც ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კაკაბეთი-ჭერემი-ზეგაანის გზის რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს.
16:24 / 12-11-2021
სხვა ამბები
თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ განახლებაშია მოცემული.
13:24 / 23-11-2021
საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე მოსაწვევი მიიღო.
11:46 / 22-11-2021
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მეთვრამეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებითი ვიზიტი განახორციელა.
16:46 / 19-11-2021
თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრსელო პროცესი 22 ნოემბრიდან ვერ განახლდება.
16:35 / 18-11-2021
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს.
14:03 / 18-11-2021
არჩევნები 2021
თელვის #17 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურში დაწერილი 10 საჩივრიდან ცხრა უკვე განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. ამის შესახებ speqtri.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.
14:36 / 05-11-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
USD
USD
1
3.0967
GBP
GBP
1
4.1233
TRY
TRY
1
0.2555
RUB
RUB
100
4.1048
ამინდი
გურჯაანი 8 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 14 °C
img
დ.წყარო 8 / 12 °C
img
სიღნაღი 7 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 16 °C
img
ყვარელი 8 / 18 °C
img
თელავი 7 / 16 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.