პოლიტიკა
სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

„მივმართავ ივანიშვილს – ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა. შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე,“- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სააკაშვილის პირად ფეისბუკ-გვერდზე გავრცელდა.

რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ადვოკატები ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს. 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი – სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.

| Print |
FaceBook Twitter Google