პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის უფლებების დასაცავად საერთაშორისო თანამეგობრობასა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა თავის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ ის გაესაუბრა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას.
მათ განიხილეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პირობები, რომელშიც ის იმყოფება მეთვრამეტე სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში.
ყველა საჭირო ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ლუდმილა დენისოვამ მიიღო ზომები სააკაშვილის უფლებების დასაცავად. მან ყველა აღნიშნული ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატებს მიაწოდა.

„ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევით, დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება, უსაფრთხოება, შესაბამისი სამედიცინო უზრუნველყოფა და სამართლიანი სასამართლო,“-ნათქვამია ლუდმილა დენისოვას განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google