პოლიტიკა
ევროკავშირმა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა
მას შემდეგ, რაც ევროკავშირი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების მოწესრიგებისთვის, ქალაქ მინსკში მიღებულ სამშვიდობო შეთანხმების პროცესს პოლიტიკურად აფასებს, 2015 წლიდან, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ, კიდევ ნახევარი წლით გრძელდება.

სანქციების დაწესების უმთავრესი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებია.

ბრიუსელის მიერ 13 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ევროკავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა კიდევ 6 თვით, 2022 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივოს შემზღუდავი ზომების მოქმედების ვადა, რომლის სამიზნესაც წარმოადგენს რუსეთის ცალკეული ეკონომიკური სექტორები“

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს, 2014 წლიდან დღემდე, 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაპირისპირება პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google