პოლიტიკა
ნატო უარს არ იტყვის უკრაინის ალიანსში მიღებაზე- ანტონი ბლინკენის პასუხი რუსეთს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა რუსეთის მოთხოვნაზე, რომ ნატომ უარი თქვას უკრაინის ალიანსში მიღებაზე. ამის შესახებ BBC იუწყება.

სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი , კრემლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რუსეთს ოფიციალურ პასუხს სცემს.

ბლინკენმა განცხადა, რომ ის რუსეთს "სერიოზულ დიპლომატიურ გზას სთავაზობს, თუ რუსეთი ამას გაითვალისწინებს".

რუსეთის საგარეო მინისტრმა თქვა, რომ რუსეთი შეისწავლის ბლინკენის მიმართვას, ნატოსთან მიმართებით.

რუსეთმა ნატოს სამხედრო ალიანსის გაფართოებასთან და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა შეშფოთების მიზეზების წერილობითი სია, რომელშიც კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ ნატომ უარი თქვას გაფართოებასა და უკრაინისა და „სხვა“ ქვეყნების ალიანსში მიღებაზე.

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთი დიდი რაოდენობით ჯარს აგზავნის უკრაინის საზღვრებთან, რაც განიხილება, როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის მზადყოფნა, რასაც კრემლი უარყოფს.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს პასუხმა ნათლად აჩვენა მისი „ძირითადი პრინციპები“, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტი და ამ ქვეყნის უფლება- თავად აირჩიოს იყოს რომელიმე ალიანსის, თუნდაც ნატოს, წევრი.

„ეჭვი არ უნდა შევიტანოთ ჩვენი მიზნების სერიოზულობაში, როდესაც საქმე ეხება დიპლომატიას,ჩვენ ვმოქმედებთ თანაბარი ფოკუსითა და ძალით, რათა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა და მოვამზადოთ ერთიანი მყისიერი პასუხი რუსეთის შემდგომ აგრესიაზე“, - ამბობს ბლინკენი.

„რუსეთზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი რეაგირება, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შემთხვევაში,“-თქვა ასევე სახელმწიფო მდივანმა.

ანტონი ბლინკენის თქმით, აშშ-მ ამ კვირაში სამჯერ გაგზავნა უკრაინაში სამხედრო „დახმარება“, მათ შორის ჯაველინის რაკეტები და ჯავშანტექნიკა, ასობით ტონა საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა .
| Print |
FaceBook Twitter Google