პოლიტიკა
არსებობს „მკაფიო შესაძლებლობა“ რუსეთი მომავლ თვეში შეიჭრას უკრაინაში- ჯო ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ არსებობს „მკაფიო შესაძლებლობა“, რუსეთი უკრაინაში თებერვლის თვეში შეიჭრას,“- განაცხადა თეთრი სახლის ნაციონალური უსაფრთხოების საკონსულოს თანამშრომელმა ემილი ჰორნიმ. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით BBC ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში.“

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მათ „განიხილეს ბოლო დიპლომატიური ძალისხმევა დეესკალაციის შესახებ და შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივ ქმედებებზე.

რუსეთი აცხადებს, რომ არსებობს „მცირე საფუძველი ოპტიმიზმისთვის“ უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, მას შემდეგაც, რაც აშშ-მ უგულებელყო კრემლის ძირითადი მოთხოვნები.

ბოლო კვირების მანძილზე უკრაინის საზღვრებთან ათი ათასობით რუსი სამხედროს განლაგებამ კიდევ უფრო გაზარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შიში.

კრემლი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმას.

სტატიაში, ნათქვამია, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია, რასაც, საბოლოო ჯამში, 14 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
| Print |
FaceBook Twitter Google