პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და აქტიურ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება. ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, პარტიის შიგნით იყო აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

„შაბათს, შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ავხსნა მიზეზები, რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი პარტია და ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია, დატყვევებული რეჟიმის მიერ. საერთაშორისო საზოგადოება არის ამაზე ჩამოყალიბებული, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება. ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google