პოლიტიკა
ომის წინააღმდეგ რუსეთის მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ
რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის მხრიდან სამხედრო მოქმედებების პარალელურად, ომის დაწყების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსული მედიასაშუალება „რადიო-მოსკოვის ექო“(Радио Эхо Москвы) ავრცელებს.

სტატიის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:

„საგანგაშო ინფორმაციის ნაკადი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ დღითიდღე ძლიერდება. რუსეთი აქტიურად ამზადებს სამხედროებს, აგზავნის საწვავსა და სამხედრო ტექნიკას ლუგანისა და დონბასის ტერიტორიებზე. უკრაინაც ემზადება-ნატო დამატებით ძალებს აგზავნის აღმოსავლეთ ევროპაში. დაძაბულობა არათუ მცირდება, არამედ პირიქით-მატულობს.

რუსეთის მოქალაქეები, ფაქტობრივად, ფედერაციის კრიმინალური ავანტიურიზმის ტყვეებად იქცნენ, რაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზად გადაიქცა. რუსეთის მოქალაქეები არა მარტო გაურკვევლობაში არიან, არამედ ამჩნევენ ფასების მკვეთრ ზრდასა და ნაციონალური ვალუტის გაუფასურებას. სჭირდებათ კი, რუსებს ასეთი პოლიტიკა? უნდათ კი, მათ ომი და მზად არიან თუ არა ასეთი „ტვირთის“ სატარებლად? აძლევენ კი, ისინი მთავრობას უფლებას, მათი ბედით ასე ითამაშონ?

მაგრამ, მოქალაქეებს არავინ ეკითხება. სახალხო დისკუსიები არ არსებობს. სამთავრობო ტელევიზიებში მხოლოდ ერთი პოზიციაა ნაჩვენები და ეს პოზიცია ომის მომხრეებისაა. გაჟღერებულია მხოლოდ საომარი მუქარა, აგრესია და სიძულვილი უკრაინის, ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების მიმართ. ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ომი განიხილება, როგორც გარდაუვალი და დასაშვები მოვლენა. ხალხს ატყუებენ და რყვნიან, თავს ახვევენ დასავლეთთან „წმინდა ომის“ იდეას, იმის ნაცვლად, რომ განავითარონ ქვეყანა და აამაღლონ ცხოვრების დონე. შედეგებს არავინ განიხილავს, თუმცა ამ საფასურის-უზარმაზარისა და სისხლიანის- გადახდა,ზუსტათაც, რიგით მოქალაქეებს მოუწევთ.

„ჩვენ, რუსეთის პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და პატრიოტები, მივმართავთ და გამოწვევას ვუგზავნით ღიად და სახალხოდ „ომის პარტიას“, რომელიც ჩამოყალიბდა არსებულ მთავრობაში.
ჩვენ გამოვხატავთ რუსეთის იმ მოქალაქეების აზრს, რომელთაც სძულთ ომი, ის მუქარა და კრიმინალური სტილი, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რიტორიკაშია.

ჩვენ გვძულს ომი, თქვენ კი მას დასაშვებად მიიჩნევთ. ჩვენ მსოფლიო კეთილდღეობისა და რუსეთის მოქალაქეების დასაცავად გამოვდივართ, თქვენ კი მათ სიცოცხლესა და ბედს პოლიტიკური თამაშისთვის იყენებთ. თქვენ ატყუებთ ხალხს, ჩვენ კი მათ სიმართლეს ვეუბნებით. ეს ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის სახელით და არა თქვენ, იმიტომ, რომ ერი, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაკარგა ომებში, უამრავი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობენ ლოზუნგით- „ოღონდაც არ ყოფილიყო ომი“- დაგავიწყდათ ეს?

ჩვენი პოზიცია გარკვევით მარტივია: რუსეთს არ სჭირდება ომი უკრაინასა და დასავლეთთან. ჩვენ არავინ გვემუქრება, არავინ გვესხმის თავს. პოლიტიკა, რომელიც ასეთი ომის იდეაზეა დამყარებული ამორალური, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივია, ეს არ შეიძლება რუსი ხალხის სახელით იყოს გაჟღერებული. ასეთ ომს არ შეიძლება ჰქონდეს არც ლეგიტიმური, არც მორალური მიზანი.

დიპლომატიას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სხვა პოზიცია, გარდა ასეთი ომის მიუღებლობისა.
ომი, არათუ არ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს, არამედ საფრთხეს უქმნის თვით ქვეყნის არსებობას. მთავრობის არაადეკვატური ქმედებები, რომლებსაც ამ საზღვრამდე მივყავართ, გარდაუვლად იწვევს რუსეთში ასეთი მასშტაბის ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ჩამოყალიბებას. თითოეული ჩვენგანი კი, ბუნებრივად ხდება ამ მოძრაობის ნაწილი.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალას არ აღემატება, არ დავუშვათ-საჭიროების შემთხვევაში კი, შევაჩეროთ ომი,“-ვკითხულობთ სტატიაში.

რუსეთი მოქალაქეთა ხელმოწერების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 25 °C
img
საგარეჯო 16 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 24 °C
img
სიღნაღი 15 / 26 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 25 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.