პოლიტიკა
ევროკავშირი რუსეთს სანქციებს შესაბამის დროს დაუწესებს
უკრაინული მედიის „ukrinform”-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დაასრულა მუშაობა სანქციებზე, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაუწესდება.

„რაც შეეხება სანქციებს... თავის თავში, მუშაობა დასრულებულია. ჩვენ მზად ვართ... მოვიწვევ შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას და წარვუდგენ სანქციებს შესაბამის მომენტში. როდესაც დრო დადგება, მოვიწვევ საგანგებო სხდომას, რამდენადაც სანქციები-ევროკავშირის საბჭოს კომპეტენციაა“,-განაცხადა ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მუშაობს იმისთვის, რომ ასეთი მომენტი არ დადგეს.
ბორელის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ნებისმიერი დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებას და ზომების მიღებას ნებისმიერ ფორმატში, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და თავიდან აიცილონ ომი.

როგორც ბორელმა „ukrinform”-ს შეატყობინა, 21 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებს, როგორც განსაკუთრებული სტუმარი.

მინისტრი ევროპელ კოლეგებს მიაწვდის ინფორმაციას სახელმწიფო საზღვართან და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარების, სახელმწიფოსა და მისი პარტნიორების ძალისხმევას დაძაბულობის შესამცირებლად და პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების პროცესის გააქტიურების შესახებ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა თვალს ადევნებს რუსულ ქვედანაყოფებს.
| Print |
FaceBook Twitter Google