პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას ეხმაურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას ეხმაურება.

„რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია, მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,-ვკითხულობთ განცხადებაში


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ
მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას მისი პრესსამსახურიც ავრცელებს.

“რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
| Print |
FaceBook Twitter Google