პოლიტიკა
რუსეთი ერთობლივად უნდა დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან-ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საჭიროა ომის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნა. ზელენსკიმ ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა, პოლონეთის პრეზიდენტ ანდრეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და ჩვენს მიწას. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეფექტური საერთაშორისო დახმარება. ჩვენ განვიხილეთ ეს ანდრეი დუდასთან. მან მიმართა „ბუქარესტის ცხრიანს“ თავდაცვის სფეროში დახმარების, სანქციების დაწესებისა და აგრესორზე ზეწოლის შესახებ. ჩვენ ერთად უნდა დავსვათ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან და მოვთხოვოთ ომის შეწყვეტა“,-წერს ვოლოდიმირ ზელენსკი
| Print |
FaceBook Twitter Google