პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ენტონი ბლინკენს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ესაუბრა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი თავის ოფიციალურ ფეიბუქ-გვერდზე წერს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის ხელისუფლების განზრახ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე გლობალური პასუხისა და რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს.

ენტონი ბლინკენმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის პირადი, ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ.


| Print |
FaceBook Twitter Google