პოლიტიკა
38-მა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართა
მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, რომელთა შორის საქართველოც შედის, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა.

ინფორმაცია ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაავრცელა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური მიმართვაა, რომელიც ICC-ის მიუღია, მისი ხელმომწერების რაოდენობიდან გამომდინარე.

1 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) განაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე „სავარაუდო ომის დანაშაულებისა“ და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთი ომში აკრძალულ იარაღს იყენებს, ასევე ბომბავს ქალაქებს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

წყარო: netgazeti

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები უკრაინა / ჰააგა /