პოლიტიკა
„ეგენი იმ გემზე სხედან, რომელიც ნა ხ*ი-ზე მიდის“ – "ნაციონალები“ რუსულ წარწერაზე
„ნაციონალური მოძრაობის თელავის ოფისზე ყვითლად დაწერილ წარწერას, “რუსკი კარაბლ იდი ნა ხ*ი“ პარტიაში ეხმაურებიან.
როგორც speqtri.ge-ს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ალექსი ძულიაშვილმა განუცხადა, „ხელს ვერავის დაადებს“, თუმცა „ქართული ოცნების“ ჩარევის, ან დახმარების გარეშე არაფერი ხდება“.

„ეს იმ ვირთხების გაკეთებულია, რომლებიც ყოველთვის ზურგს უკან დასუნსულებენ და ასეთ მარაზმს ჩადიან. როდესაც მსოფლიოში ასეთი ამბებია, პოულობენ დროს, საღებავები იყიდონ და კედლებზე გააკეთონ სამარცხვინო წარწერა, იმის ნაცვლად, რომ უკრაინაში ბავშვებს, რომლებსაც მშობლებს უხოცავენ, ერთი შოკოლადი მაინც უყიდონ და გაუგზავნონ. მე მინდა მათ მივმართო, პუტინის რეჟიმი დაეცემა და ეგენი იმ გემზე სხედან, რომელიც მართლა ნა ხ**ზე მიდის და თუ საწვავი არ აქვთ, მე ჩავუსხამ, რომ მალე მივიდნენ. ძალიან რთულია, ვინმეს ხელი დაადო, მაგრამ ამ ქვეყანაში, არაფერი ხდება მმართველი პარტიის გარეშე. დაგვიმტკიცონ, რომ ეს მათი გაკეთებული არ არის. იპოვონ ადამიანები, რომლებმაც ასეთი რამ დაწერეს, პოლიცია მათია და თან ამ ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერებია განთავსებული,“- განაცხადა ალექსი ძულიაშვილმა.

speqtri.ge "ქართულ ოცნებასაც" დაუკავშირდა, თუმცა პარტიაში კომენტარი არ გააკეთეს. 



| Print |
FaceBook Twitter Google