პოლიტიკა
რუსეთმა საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში არ შეიყვანა
რუსეთის მთავრობამ რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვენების“ სია შეადგინა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშრირებით რუსული მედია “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

ნუსხაში მოხდნენ: ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტაინი, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეა, სან მარინო, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია და იაპონია. ჯამში, სიაში 48 სახელმწიფო მოხვდა.

სიაში არ მოხვდა საქართველო, რომლის მთავრობამაც, „ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, უარი განაცხადა შეერთებოდა რუსეთისადმი დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს.

სიაში ასევე არ მოხვდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, გარდა უკრაინისა და ბალტიის ქვეყნებისა.

ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინმა განკარგულება 6 მარტს გამოსცა და დაავალა მთავრობას, ორი დღის განმავლობაში განესაზღვრათ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ "არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან".

პუტინის ბრძანებულებით, რუსულ ორგანიზაციებს „არამეგობრული ქვეყნების“ კრედიტორებისადმი ვალის გადახდის უფლება რუსულ რუბლში ან ცენტრალური ბანკისა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული „სხვა გზით“ მიეცემათ .
აღსანიშნავია, რომ საქართველო წინა წლებში არაერთხელ ყოფილა ამ სიაში.
გასული წლის სია
| Print |
FaceBook Twitter Google