რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცინირებული ქვეყანა გახდა. სტატისტიკის
გათვალისწინებით რუსეთმა ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასაც კი
გაუსწრო დაწესებული სანქციების რიცხვით.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი სარგებლის მქონე
კორპორაცია castellum.AI
ავრცელებს.
კორპორაციის ვებ-გვერდზე არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, 2022
წლის 22 თებერვლის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საერთო
რიცხვმა 5532-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც ირანისთვის ეს მაჩვენებელი
3616-ია.
თუკი წინა წლებში ყველაზე სანქცირებული ქვეყნების სამეულს ირანი,
სირია და ჩრდ.კორეა იკავებდა, ახლა სამეულის ლიდერიც კი
რუსეთია.
რუსეთის მიმართ სანქციები დაწესებული აქვს შვეიცარიას,
ევროკავშირს, საფრანგეთს, კანადას, აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და
იაპონიას.
მასალის გამოყენების პირობები