პოლიტიკა
გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია დაურღვევია და მაგაში გავერკვევი - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მხრიდან პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე უარი მიიღო, თუმცა პარლამენტში დღეს გამართულ მოსმენაზე მან განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ ფორმატში ვიზიტი მაინც განახორციელა.

ამ ფაქტს პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი ქმედება ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაა.

„ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია და მაგაში გავერკვევი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
| Print |
FaceBook Twitter Google