პოლიტიკა
"გურჯაანში ბევრი მხარდამჭერი გვყავს"- ალტ-ინფო
გურჯაანში, რუსთაველის 21 ნომერში პრორუსული ორგანიზაცია ალტ-ინფოს მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი გაიხნა. ოფისის ხელმღვანელმა, ნოდარ ჩაკვეტაძემ კი speqtri.ge-ს განუცხადა, რომ ოფისის გახსნის მიზანი ქართული იდეებისთვის ბრძოლაა.
-"კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია უკვე ჩვენი ოფისი. ამ ოფისების გახსნის მიზანია, ჩვენი თანამოაზრეების გაწევრიანება, ჩვენი ქართული იდეებისთვის ბრძოლას. ჩვენი იდეა კი პრო-ქრთველობაა. ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა. რასაც ველოდით, იმაზე მეტი მხარდამჭერი გვყოლია გურჯაანში,"- განაცხადა ნოდარ ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, ალტინფომ ოფისი, კახეთის გარდა, გახსნა შიდა ქართლში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. რიგ მუნიციპალიტეტებში ამას საზოგადოების პროტესტი და ოფისების გადაღებვა მოჰყვა.


| Print |
FaceBook Twitter Google