რუსეთის აგრესიის 28-ე დღეს ოკუპანტების თავდასხმას 121 ბავშვის
სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 167-მა
ბავშვმა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური
პროკურატურის ოფისი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში - 61. 41 ბავშვი დაშავდა
ხარკოვის ოლქში, 40 -დონეცკის ოლქში, 32 - ჩერნიგოვის ოლქში, 24 -
მიკოლაევის ოლქში, 16 -დედაქალაქში, 15- ჟიტომირის ოლქში, 15 -
ხერსონის ოლქში და 14 - სუმის ოლქში.
ყოველდღიური დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 548 სასწავლო
დაწესებულება, 72 მათგანი სრულად არის განადგურებული. ამ მიმართულებით
ყველაზე რთული ვითარება დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, სუმის,
კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის ოლქებსა და დედაქალაქ კიევში.
ამასთანავე, დაზიანებულია 40 საბავშვო დაწესებულება, რომელთა შორის
არის: სამედიცინო დაწესებულებები, ხელოვნების სკოლები, სპორტული
ობიექტები და ბიბლიოთეკები.
მასალის გამოყენების პირობები