პოლიტიკა
რუსეთის დიდი სადესანტო გემი „სარატოვი“ განადგურებულია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში, ბერდიანსკის პორტში რუსეთის დიდი სადესანტო გემი „სარატოვი“ გაანადგურეს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

შტაბის ინფორმაციით დაზიანებულია რუსეთის კიდევ ორი სადესანტო გემი - „ცეზარ კუნიკოვი“ და „ნოვოჩერკასკი“.

უკრაინის საზღვაო ფლოტის მიერ ასევე განადგურებულია რუსული სადესანტო გემი „ ორსკი“.
| Print |
FaceBook Twitter Google