პოლიტიკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „კონსერვატიული მოძრაობის“ ბანერი დაწვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მოსახლეობამ „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისიდან ბანერი ჩამოხსნეს და დაწვეს.

ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მაია კალანდია ფეისბუქ გვერდზე წერს. იგი დარჩელის მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას იღებდა აქციაში - მათ სოფელში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს.

„ვიცი, რომ ჩემს სტატუსებს კითხულობს სუსი და შმუსი,

ყურადღებით წაიკითხეთ და გადაეცით პუტინის ალტინფოს!

ქალთული გენის განვითარება გვინდა და იმიტომ ვხსნით ოფისებსო, მანქურთები იძახიან ამას, პუტინის იდიოტების საზეპიროს იმეორებენ, რუბლების სანაცვლოდ, წერა-კითხვის უცოდინარი ამებები.

სადაც კი დააპირებენ ოფისის გახსნას, იმაზე უარეს კონცერტებს გავუმართავთ, რაც დარჩელში ჩავუტარეთ.

და კიდევ, ალტინფოელ მათხოვრებს დარჩელიდან, ეტყობა ცუდად იცნობთ თქვენს სოფელს - გელა აბულაძეს, ბიძაშვილ მარშანიებს, თქვენ დაიმსახურეთ ის, რომ სოფელში გაფურთხებდნენ, უკრაინელი ბავშვების სისხლში გასვრილი რუბლების აღებისთვის, გააგრძელეთ თქვენი ,,მოღვაწეობა''!

არ გაპატიებთ დარჩელი!

ასე დავწვით ალტ-ინფოს პლაკატი, ასე დავწვავთ ყველას! „ ,- წერს მაია კალანდია
| Print |
FaceBook Twitter Google