პოლიტიკა
გლობალური უსაფრთხოება საფრთხეშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს მიმართა. პირველ რიგში მან მადლობა გადაუხადა ავსტრალიას ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან ბირთვულ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა ყველა ქვეყანას შეეხოს.

„ხშირად ამბობენ, რომ დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება.. დავამატებდი - დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება ყოვლისშემძლეობის გრძნობით ფრთაშესხმული. მსოფლიოს რუსეთი რომ დაესაჯა იმისთვის, რაც მან 2014 წელს გააკეთა, 2022 წელს უკრაინაში მისი შეჭრია არ მოხდებოდა. ხარვეზი ახლა უნდა გამოსწორდეს.

მადლობელი ვარ ავსტრალიის ორპარტიული მხარდაჭერისთვის, იმ დახმარებისთვის, რომელიც თქვენმა სახელმწიფომ უკვე გაუწია უკრაინას. კერძოდ, ჩვენი ენერგეტიკისთვის საჭირო 70 ათასი ტონა ნახშირისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთად შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვიდეომიმარვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ გლობალური უსაფრთხოება საფრთხეშია, თუკი რუსეთი არ შეაჩერებს თავის ამბიციებს უკრაინის წინააღმდეგ.

„ვერავინ იტყვის, რომ მსოფლიოს რომელიმე ნაწილი დაცულია რადიოაქტიური დაბინძურებისგან, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოხდება. ქვეყანამ, რომელიც იყენებს ბირთვულ შანტაჟს, უნდა მიიღოს სანქციები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ასეთი შანტაჟი დამღუპველია მისთვის", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ავსტრალიის პარლამენთში ზელენსკის გამოსვლა დადებითი შეფასება მოჰყვა. სკოტ მორისონმა ზელენსკის გვერდში დგომა აღუთქვა და ომის შემდეგ ქვეყნის რეაბილიტაციაში დახმარებასაც ჰპირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google