საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბუჩას ტრაგედიას
ეხმაურება.
„რთულია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს.
მაგრამ ეს აქაა. ჩვენ მასში ვცხოვრობთ.
ქართული წარსულიდან ვიცით რას წარმოადგენს ბუჩა - ის დანაშაულია
კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობაა, რომლის შეხორცებასაც ძალიან დიდი
დრო სჭირდება.
უკრაინის გამძლეობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს, არასოდეს იქნება
დავიწყებული“,- წერს თავის ფეისბუქ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინის პროკურატურის განცხადებით, კიევის მახლობლად მდებარე
ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს.
უკრაინის პროკურატურის განცხადებით, 410 ცხედარი იპოვეს კიევის
მახლობლად მდებარე ქალაქებში, რომლებიც რუსულმა ჯარებმა დატოვეს.
უკრაინის მთავრობას სურს რაც შეიძლება მეტმა ადამინმა ნახოს ის
ფოტოები, რომელიც მათ ქვეყანაში რუსეთის ძალადობას და ომს მოჰყვა.
ფოტოები ძალიან სენსიტიური და მძიმეა.
ფოტოები შეგიძლიათ
იხილოთ ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები