პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბუჩას ტრაგედიას ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „მკაცრად გმობს“ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას და „არაადამიანურობას“ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ამის შესახებ სამინისტრო ტვიტერზე წერს.

„ჩვენ განადგურებულნი ვართ მსგავსი სისასტიკით. ამ ომის დანაშაულების ყველა მონაწილემ პასუხი უნდა აგოს! გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქალაქ ბუჩაში ნახეს დახოცილი მოქალაქეების გვამები, მათ შორის ზურგს უკან შეკრული ხელებით.
ეს მოხდა ქალაქიდან რუსეთის არმიის გასვლის შემდეგ.

უკრაინა რუსეთს ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს. დასავლეთის ქვეყნები ახალი სანქციების შემოღებას გეგმავენ კრემლის წინააღმდეგ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდებას უარყოფს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეო მასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".
უკრაინის მთავრობას სურს რაც შეიძლება მეტმა ადამინმა ნახოს ის ფოტოები, რომელიც მათ ქვეყანაში რუსეთის ძალადობას და ომს მოჰყვა. ფოტოები ძალიან სენსიტიური და მძიმეა.
ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
| Print |
FaceBook Twitter Google