პოლიტიკა
ნატო არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს
ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებული არჩევნებს.

„ალიანსი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-წერს ტვიტერზე ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს ჩატარდა.

წინასწარი მონაცემებით, "პრეზიდენტად" პირველივე ტურში ასარჩევად საჭირო ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ე.წ. არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "მოქმედი პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველოს სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა.

ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ "არჩევნებს" ცნობენ რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.
| Print |
FaceBook Twitter Google