პოლიტიკა
შესაძლოა რუსეთმა ახალი ფრონტი მოლდოვაში გახსნას
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფრონტის გახსნას მოლდოვასთან შეეცდება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით The Times-ი ავრცელებს.

„გვჯერა, რომ კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მოლდოვას ბედი მეტად გადამწყვეტია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ ვიქნებით მეტად მარტივი სამიზნე და უკრაინას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება,“ - ამბობს წყარო The Times-სთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა მოლდოვაში შეჭრა შესაძლოა 9 მაისის შემდეგ სცადოს, როდესაც რუსეთი „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავს.

წყაროს მტკიცებით, მოლდოვაზე კონტროლის დამყარება გამოიწვევს რუსეთის ჯარების გადაადგილებას ოდესის შავი ზღვის პორტში.

ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ ინფორმაცია დასავლური დაზვერვის შეფასებებს არ ემთხვევა, რადგანაც რუსეთს ამ მარშრუტის უსაფრთხოდ დასრულებისთვის საკმარისი შესაძლებლობა არ აქვს, ოდესის რეგიონში უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ მისი თვითმფრინავების ჩამოგდების რისკის გარეშე.

ასევე, საბრძოლო მასალის გადასატანად და ჯარების გადასაყვანად, რუსეთს სჭირდება სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებული ხერსონიდან მიკოლაივისა და ოდესის რეგიონების ნაწილის გავლით.
| Print |
FaceBook Twitter Google